POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

ჭურჭელი1

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი2

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი1

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი3

ქართული კერამიკა

ავტორი

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

Sunday, July 5, 2009

ისტორია და ლეგენდა

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, როგორ ცხოვრობენ დღეს ადამიანები. მაგრამ ათასობით წლის წინათ კი ადამიანები ცხოვრობდნენ სხვანაირად. უწინ არ არსებობდა ქვეყნები, სადაც მილიონობით მოსახლეობა ცხოვრობდა, როგორც ეს დღეს–დღეობით ხდება. არ იყო წიგნები რომლის მიხედვით შემდეგ გავიგებდით თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. ადამიანები არ იცოდნენ ქსოვილის წარმოების თექნოლოგიას და შესაბამისად ეცვათ ცხოველის ქურქისაგან შეკერილი ტანსაცმელი, იგერიებდნენ მტაცებელ ცხოველებს, მტრებისგან გამოქვაბულებში აფარებდნენ თავს, არ იცოდნენ რკინის და სპილენძის გამოყენება.
კაცობრიობის არსებობის ამ პერიოდს პალეოლითის ხანას უწოდებენ. („პალეო„ – ძველს ნიშნავს).
დაახლოებით 30 – 40 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა თანამედროვე ტიპის მსგავსი ადამიანი. მას უწოდებენ კრომანიონელს, ძველი ფრანგული სოფლის კრო – მანიოს მიხედვით, სადაც პირველად ნაპოვნი იქნა კრომანიონელი ტიპის ადამიანის ნარჩენები.
კრომანიონელები უკვე ამზადებდნენ ნაკეთობებს ხისაგან, ძვლისაგან, ქვისაგან, იცოდნენ თიხის გამოწვა პრიმიტიულ ღუმელში, წვავდნენ ნახშირს, წნავდნენ კალათებს, ამუშავებდნენ ცხოველის ტყავს და ა.შ.
არაერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ „კრომანიონელების„ მეშვეობით „სამყაროში ტექნიკა შემოვიდა!„.

ლეგენდა


ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ადამიანები ტომებად ცხოვრობდნენ.
მონადირეები და შემგროვებლები დასახლდნენ უზარმაზარ ტერიტორიაზე მდინარის ხეობაში. ყველაფერი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ისინი დიდი ხნით დასახლდნენ.
შუადღის ხვატი იდგა. აბეზარი ბუზებისაგან და მწერებისაგან მოსვენება არ იყო. ხილის და ბალახების ფესვებს შეგროვებით დაღლილი ქალები ჩრდილში ისვენებდნენ. მამაკაცები შემდოგი ნადი–რობისთვის ემზადებოდნენ. მათ შეათვალიერეს პატარა მინდორი გზის პირას, ჩაწვენ ბუჩქებში და შესაფერის მომენტს ეძებდნენ. ელოდნენ როდის გაივლიდა დიდ ცხოველთა ჯოგი მინდორზე რომლის ირგვლივ ბალახი იწვოდა და ისინი ხაფანგში აღმოჩნდებოდნენ. ცეცხლი და ბოლი თვალებს უბინდავდა ცხოველებს და ნადირობას აადვილებდა.
ბავშვები თავისთვის თამაშობდნენ. მათ იპოვეს ჯერ კიდევ შეუმშრალი ტალახი, გორაობდნენ მასში და სახეს და სხეულს ისვრიდნენ. ასეთი თამაში მათ ძალიან მოსწონდათ. ტალახი მწერების ნაკბენით გამოწვეულ ქავილს უამებდა ბავშვებს და ოდნავ მაინც იცავდა სიცხისაგან. ცხოველთა ნაშიერებიც ზუსტად ასე თამაშობდნენ ბავშვებმაც მათ მიბაძეს. ასე რომ ბავშვები მშვენივრად ერთობოდნენ.
მხოლოდ ერთ ბავშს არ მოსწონდა ასეთი სახის გართობა. მას სულ სხვა რამე იტაცებდა. მან ტალახის დიდი გუნდა გააკეთა და ხელით დიდ ხანს ზელდა. პატარა კრომანიონელს მოსწონდა რომ ტალახის გუნდა ემორჩილებოდა და ხელიდან არ უსხლტებოდა. არ გაურბოდა, როცა მას მიწაზე დებდა, როგორც ეს ხანდახან ცხოველთა შვილებთან თამაშისას ხდებოდა.
საღამოხანს, როდესაც ქალებმა ბავშვები შემოიკრიბეს და დასაძინებ–ლად გაემართნენ, პატარა „მოქანდაკემ„ სათამაშოც თან გაიყოლა. ყველა ყურადღებით ათვალიერებდა ნივთს, გემოც კი გაუსინჯეს, მაგრამ უსარგებლოდ მიიჩნიეს და საცხოვრებლის შესასვლელთან დატოვეს. იმ ღამეს ხანგრძლივი სიცხის შემდეგ თავსხმა წვიმა მოვიდა, რომელმაც უცხო სათამაშო ისევ ტალახად გადააქცია. ახლა პატარა „მექანდაკეს„ სხვაგან სათამაშოდ წასვლა აღარ ჭირდებოდა, სახლის შესასვლელთან მშვენივრად ერთობოდა და აბურთვებდა რა საათობით თიხის ნაგლეჯს.
ამ დროს აღმოცენდა ეგრეთვე რელიგიური და ესტეტიური წარმოდგენები. თაყვანისცემის ერთ–ერთი საგანი ცეცხლი იყო, რომელიც უპირველის ყოვლისა თავდაცვის საშუალებას წარმოადგენდა.
ცეცხლთაყვანისცემის მიზეზით,ან შესაძლოა უბრალოდ შვილის ახალი გართობით შეშინებულმა დედამ „სათამაშო„ ცეცხლში ჩააგდო.
მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ნივთი უკვალოდ გამქრალიყო, ის ქვად იქცა.
შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ამ მოვლენამ ადამიანზე, თუმცა ერთი რამ ცხადია – იმ დროიდან მოყოლებული თიხა ადამიანის საკეთილდღეოდ გამოიყენება.



მარიამ წკრიალაშვილი

No comments:

Post a Comment